გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზურაბ ქადაგიძე პია კაუმას ვიზიტის გადადებაზე: ისეთი ბულინგი ატეხეს კუბილიუსებმა, უილსონებმა და მთელმა ლიბერალურმა კონგლომერატმა, რომ ჩამოსულიყო, ის უფრო გამიკვირდებოდა

6-01-2025

კიდევ დარჩა კითხვები, „დიფ სთეითი“ და არაფორმალური გავლენები სად არის ევროპაშიო? - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, პია კაუმას მიერ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გადადებას.


როგორც ქადაგიძე წერს, ლიბერალური კონგლომერატის ბულინგის ფონზე, პია კაუმა საქართველოში რომ ჩამოსულიყო, ის უფრო გაუკვირდებოდა.


მისივე თქმით, სანამ სრულად არ მოხდება ლიბერალური დღის წესრიგის დემონტაჟი მსოფლიოში, საქართველოსაც არ დათმობენ.


„კიდევ დარჩა კითხვები, „დიფ სთეითი“ და არაფორმალური გავლენები სად არის ევროპაშიო? ერთი დღით ადრე, მოდიოდა და ახლა გადადო ვიზიტი, ისეთი ბულინგი ატეხეს კუბილიუსებმა, უილსონებმა და მთელმა ლიბერალურმა კონგლომერატმა, რომ ჩამოსულიყო ის უფრო გამიკვირდებოდა. მოკლედ, სანამ სრულად არ მოხდება ლიბერალური დღის წესრიგის დემონტაჟი მსოფლიოში, საქართველოსაც არ დაეთმობიან. რაც უფრო ახლოვდება, ტრამპის ინაუგურაცია, უფრო გავეშებულები ხდებიან, რადგან ბოლო გაფართხალება აქვთ!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.