გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გიორგი გამსახურდია: არ იქნება ურიგო, 91-92 წლის მოვლენებს გადავხედოთ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან თანამედროვე მსოფლიოსთან და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით

6-01-2025

მე მგონი, არ იქნება ურიგო, 91-92 წლის მოვლენებს გადავხედოთ, მაშინდელი მსოფლიოს და რუსეთის იმპერიული ძალების შეთქმულებას გადავხედოთ ზვიადის წინააღმდეგ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, საქართველომ თანამედროვე მსოფლიოსა და პარტნიორებთან ურთიერთობა ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით უნდა განაგრძოს, ასევე, უნდა გადაიხედოს ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის დროს დადებული ყველა მავნებლური ხელშეკრულება.


„მე მგონი, არ იქნება ურიგო, 91-92 წლის მოვლენებს გადავხედოთ, მაშინდელი მსოფლიოს და რუსეთის იმპერიული ძალების შეთქმულებას გადავხედოთ ზვიადის წინააღმდეგ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან თანამედროვე მსოფლიოსთან და ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობა, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ასევე, გადავხედოთ ყველა იმ მავნებლურ ხელშეკრულებებს, რომლებიც შევარდნაძის და მისი ხელდასმულის, სააკაშვილის მთავრობამ დადო. მგონი, არ არის ცუდი აზრი. ამის მორალური უფლება მხოლოდ პროქართულ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“ აქვს. ვიფიქროთ ამაზე და გავხსნათ მსჯელობა ქვეყანაში“, - წერს გიორგი გამსახურდია.