გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი მასკს დიდი ბრიტანეთის საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

7-01-2025

ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი ილონ მასკი დიდი ბრიტანეთის საქმეებში ერევა.


„ამ ქსელის მეპატრონე, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი სუვერენული სახელმწიფოს [დიდი ბრიტანეთის] არჩეული მთავრობის დამხობით იმუქრება. ეს წმინდა წყლის ჩარევაა. თუ ჩვენ ამას მტკიცედ არ ვუპასუხებთ, ჩვენი დემოკრატიები ამ ქარიშხალს ვერ გაუძლებს“, - დაწერა გლუკსმანმა.


ცნობისთვის, გუშინ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა გამოკითხვა შინაარსით „უნდა გაათავისუფლოს თუ არა ამერიკამ ბრიტანელი ხალხი ტირანული მთავრობისგან?“. გამოკითხვაში ორ მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 58%-მა დასმულ კითხვას დადებითი პასუხი გასცა, ხოლო 42%-მა - უარყოფითი.