გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ჭიათურაში, სოფელ რგანში სასაფლაოები ჩამოშლის პირასაა - ადგილობრივები მანგანუმის მოპოვების სამუშაოების შეწყვეტას ითხოვენ

13-11-2018

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში სასაფლაოები ჩამოშლის პირასაა. მიზეზი კერძო კომპანიების მიერ მანგანუმის მოპოვების სამუშაოებია, რაც სწორედ სასაფლაოების ძირას მიმდინარეობს და მიწა იშლება.


ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ჭიათურა რგანის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს და სატვირთო მანქანების მოძრაობის აკრძალვა მოითხოვეს.

"შესაძლებელია მიცვალებულების საფლავი დაზიანდეს, გაიხსნას. შესაბამისად მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე შეწყდეს და გაუქმდეს გაცემული კონტურები,"-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ანა სამხარაძემ. 


კერძო კომპანიის ხელმძღვანელი კი განმარტავს,რომ სამუშაოები კანონის დაცვით, გეოლოგების დასკვნის საფუძველზე მიმდინარეობს. 


"კანონის დაცვით ახორციელებს მუშაობას. არ აქვს არანაირი გადაცდომა. აქვს გეოლოგიური შესაბამისი დასკვნა, რომ ეს სამუშაოები საფრთხეს არ შექმნის,"-აცხადებს ”მანგანუმ ლოჯისტიკის” დირექტორი ნოდარ მიქაბერიძე


rustavi2.ge