გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერებმა ზუსტად იციან, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის - ამ ადამიანებს მონური დამოკიდებულება არ აძლევს შესაძლებლობას, რომ ამერიკული თუ ევროპული ბიუროკრატიის ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ

8-01-2025

„გლობალური ომის პარტია მხოლოდ საზოგადოების უმცირესობის აზრის მანიპულირებას ახერხებს. კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერ უმცირესობას დღეს ის ზუსტად ისევე უპირისპირებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ეს არაერთ ქვეყანაში გაუკეთებია“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.


როგორც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმა კარგად იციან, რომ მათ მხარეს სიმართლე არ არის და საჯარო დისკუსიებზეც სწორედ ამიტომ ამბობენ უარს, გარდა ამისა, მათ მონური დამოკიდებულება არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დასავლელი ბიუროკრატების ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ.


„ლოკალური ომის პარტიის, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერებმა ზუსტად იციან, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის და სწორედ ამიტომ ამბობენ უარს ხელისუფლების ყველა შეთავაზებაზე საჯარო დისკუსიის გამართვასთან დაკავშირებით. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს მონური დამოკიდებულება არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამერიკული თუ ევროპული ბიუროკრატიის ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ.


გლობალური ომის პარტიის გავლენით, თანამედროვე მსოფლიოში მოქმედებს ორუელისეული პრინციპი - „ომი არის მშვიდობა, მონობა - თავისუფლება, ხოლო უმეცრება - ძალა“. ომი, მონობა, უმეცრება და ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც გლობალური ომის პარტია თანამედროვე სამყაროს უდიდეს ნაწილს არაფორმალურად მართავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.