გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბექა დავითულიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ აშკარად რევოლუციურ კამპანიას აწარმოებს

13-11-2018

კახა კალაძის განცხადება ემყარებოდა მოცემულ ფაქტებს, რაც რამდენიმე თვეა ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს, „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს აშკარად რევოლუციურ კამპანიას, – ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.


„არსებობს კამპანია – რევოლუციური, არსებობს კამპანია – საარჩევნო, „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებს აშკარად რევოლუციურ კამპანიას. ამას ადასტურებს „დოიჩე ველესთან“ მათი კანდიდატის აღიარებითი ჩვენება, ამას ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის ამ წამინდელი ჩვენება და ამას ადასტურებს მათი პიარტექნოლოგის შკლიაროვისგანცხადებაც, რომლებიც ღიად აანონსებენ რევოლუციას.


სააკაშვილმა ამ წუთებში განაცხადა, რომ გაზაფხულზე ეს ხელისუფლება აღარ იქნება. ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, დაშვებული, ნებისმიერ კანონდარღვევას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება და საზოგადოების მუდმივ სტრესში მყოფებისთვის, მუდმივად დაძაბულ გარემოში ცხოვრებისთვის არის ეს მესიჯები, რომელსაც გასაქანი არ მიეცემა არც ერთ შემთხვევაში“,- აღნიშნა დავითულიანმა.


პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურის მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს „სააკაშვილის, ვაშაძის და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების მიერ დაანონსებული რევოლუციური გეგმების განხორციელებას“. კალაძის თქმით, კანონიდან გადახვევის ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, ისინი უმკაცრესად აგებენ პასუხს.