გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნინო წილოსანი ნათია და ლაკო ბუკიებზე: არ მივაქცევდი ყურადღებას, ახლაც რომ რუსეთში იყიდება მათი პროდუქცია, აქ რომ დიდად ევროპულ კამპანიას არ ედგნენ სათავეში და სხვებს არ ამუნათებდნენ

8-01-2025

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ეხმიანება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნათია და ლაკო ბუკიები, რომლებიც „პროევროპული აქციების” ლიდერები არიან, რუსეთში საკუთარი პროდუქციით ვაჭრობენ.


როგორც წილოსანი აღნიშნავს, ამაზე ყურადღებას არ გაამახვილებდა, ბუკიები სხვებს რომ არ ამუნათებდნენ - რუსები ხართო და კეთილსინდისიერი კომპანიების წინააღმდეგ ბოიკოტის ტალღას რომ არ აგორებდნენ.


„ბუკიების რუსეთში ნაშოვნ ფულზე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.. არც იმას მივაქცევდი ყურადღებას, ახლაც რომ რუსეთში იყიდება მათი პროდუქცია, აქ რომ დიდად ევროპულ კამპანიას არ ედგნენ სათავეში და სხვებს არ ამუნათებდნენ - რუსები ხართო, კეთილსინდისიერი კომპანიების წინააღმდეგ ბოიკოტის ტალღას რომ არ აგორებდნენ, თანაც მხოლოდ იმის გამო, რომ ეს კომპანიები მათნაირი ამორალურები არ არიან ამ ყველაფერზე რომ არ ვსაუბრობთ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს თავხედურად აქეთ მოგვდგნენ. დასრულდა ამორალურ ხალხთან კოჰაბიტაცია


პ.ს. ზუსტად ამ ტალახში გასვრილი ხალხი მომდგება მერე, ბაკურიანს რატომ აქებ და ტურისტებს რატომ ეპატიჟებიო. რუსეთებში ივაჭრეთ თქვენ და მე ჩვენს ეროვნულს დავიცავ“, - წერს ნინო წილოსანი.