გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გულიკანთუბანში (ატოცი) ახალი ჭაბურღილიდან ტალახი ამოვიდა

13-11-2018

გულიკანთუბანში დაახლოებით 30 კომლი ცხოვრობს. დასახლება სოფელ ატოცის განაპირას, გამყოფ ხაზთან, ყველაზე ახლოს მდებარეობს. სახელწოდება ,,გულიკაანთუბანი" მოდის გულიკაშვილების გვარიდან.

,,მე ხომ არ გამომაჩინეთ კადრში? გორში დამცინებენ კურსელები" - გვითხრა ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც მინი ტრაქტორით მოდიოდა. ის სტუდენტია და გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებთათვის გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობს.

სხვა პრობლემა აწუხებს ვენერა გულიკაშვილს, 80-წლამდე ასაკის ქალბატონს სამი წლის წინ სოციალური დახმარება მოუხსნეს. ამბობს, რომ ოთხი შვილი ჰყავს - ოთხივე ცალკე ცხოვრობს. ერთი შვილი კნოლევშია (გამყოფი ხაზთან) გათხოვილი.

,,ყველას თავისი ოჯახი აქვს, შვილები ჰყავთ მისახედი. მე ცალკე ვცხოვრობ. ახლა მკურნალობა მჭირდება, თუმცა, იმის გამო, რომ პენსია წინასწარ მაქვს გამოტანილი, ვერ ვახერხებ, მივხედო თავს. ამ ასაკში შეიძლებოდა სოციალურის მოხსნა?" - თქვა და თვალზე ცრემლი მოადგა. შეეცადა ტირილისგან თავის შეკავებას, შორიდან მისი შვილიც გამოჩნდა.

ვენერა გულიკაშვილი წყლის საუბნო ონკანთან ახლოს ცხოვრობს. რაც შემოდგომა დადგა, წყლის დებეტი გაზრდილია:

,,ბრეძიდან მოდის, იქ ბასეინი აქვთ გაკეთებული და განაწილებულია ქსელში. ახლა ზამთარი დგება და წყალი არავის ჭირდება მოსარწყავად, ამიტომაც მოდის ბევრი. ზაფხულში საერთოდ არ მოდის." - ამბობს გოჩა გულიკაშვილი.

სოსო გოგიჩაშვილი სასმელ წყალს ტრანსპორტით ეზიდება. პლასტმასის 200-ლიტრიან ჭურჭლით წყალი ხან წყაროდან მოაქვთ, ხან კიდევ იმ ონკანიდან, სადაც მეტი დებეტია:

,,ჩვენმა ჭაბურღილმა არ ივარგმა. ახალი კი არის, მაგრამ არ გამოდგა. ერთი სხვა ჭაბურღილი გააკეთეს სკოლის ეზოში. ახლა მიდის მოლაპარაკება, რომ ეს წყალი სოფელს მიუერთონ. სკოლის დირექტორი თანახმაა, მით უმეტეს ზაფხულში სკოლაში მაინც არავინ სწავლობს" - ამბობს იოსებ გოგიჩაშვილი.

გოჩა გულიკაშვილის თქმით, ჭაბურღილში ქვიშა ილექება, ხოლო წყალი სასმელად გამოუსადეგარია
.


qartli.ge