გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო ფოჩხუა საქართველოს თავდაცვის მინისტრის რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობაზე: ეს როგორ გამორჩათ “შიგევროპელებს”, ჯო უილსონის კავშირებმა ვერ გაამართლა?

10-01-2025

„საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო? ვერ მოასწარით უსტარის გაგზავნა ირაკლი ჩიქოვანის დაბლოკვასთან დაკავშირებით?“, - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.


როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მსგავსი სახის შეხვედრები ცოტა ხანში გაათმაგდება.


„ეს როგორ გამორჩათ შიგევროპელებს? რაო, ჯო უილსონის კავშირებმა ვერ გაამართლა? საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო? ვერ მოასწარით უსტარის გაგზავნა ირაკლი ჩიქოვანის დაბლოკვასთან დაკავშირებით? ასეა, ჯერ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ახლაა და თავდაცვის მინისტრი, ცოტა ხანში შეხვედრები და თანამშრომლობები გაათმაგდება და იძახოს მერე სალომემ მე საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარო”, - წერს ფოჩხუა