გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

თამთა მეგრელიშვილი: მივესალმები „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მზაობას მომზადდეს საჩივარი ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ნაკარნახევი კოჰაბიტაცია ქართული სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად უნდა დასრულდეს

10-01-2025

„მივესალმები „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მზაობას მომზადდეს საჩივარი ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ნაკარნახევი კოჰაბიტაცია ქართული სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად უნდა დასრულდეს. კანონმა თავისი სიტყვა უნდა თქვას!,“ - წერს „ხალხის ძალის“ წვერი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, საქართველოს უახლესი ისტორია არის დადასტურება იმისა, რომ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს ჯაშუშური ქსელი, რომელიც რადიკალური ოპოზიციური პარტიით არის წარმოდგენილი.


„საქართველოს უახლესი ისტორია არის დადასტურება იმისა, რომ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს ჯაშუშური ქსელი, რომელიც რადიკალური ოპოზიციური პარტიით არის წარმოდგენილი. შესაბამისად მოვიდა დრო სახელმწიფომ დაიწყოს დანაშაულზე რეაგირება და პროკურატურამ აღძრას შესაბამისი საქმეები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე.


სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას და მათი თანამზრახველების დანაშაულებს დიდი გამოძიება არ სჭირდება, მაგრამ მოდით ბოლო სიტყვა კანონმა თქვას! მივესალმები “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“მზაობას მომზადდეს საჩივარი ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსების წინააღმდეგ. ნაკარნახევი კოჰაბიტაცია ქართული სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად უნდა დასრულდეს. კანონმა თავისი სიტყვა უნდა თქვას!,“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.