გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის სულისკვეთებას - ნამდვილად შემაშფოთებელია ის აგრესია, რომელსაც საარჩევნო აგიტაციის პროცესში ვხედავთ

13-11-2018

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია ევროკავშირის ელჩის სულისკვეთებას  სრულად იზიარებს.

 

ეს განცხადება მან ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც საარჩევნო გარემოს შეეხებოდა.

 

„ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის სულისკვეთებას. ნამდვილად შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელია ის აგრესია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საარჩევნო აგიტაციის პროცესში.


ერთადერთი საარჩევნო კანდიდატი, რომელიც არ გამოირჩეოდა ამ კამპანიის მსვლელობისას სიძულვილით, აგრესიის ენით, იყო სალომე ზურაბიშვილი.

დანარჩენი, თქვენ ხედავდით, რომ აბსოლუტურად გამსჭვალული იყო ეს წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია სიძულვილის ენით, ბილწსიტყვაობითაც კი, რაც არის სრულიად აღმაშფოთებელი და შემაშფოთებელი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.