გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მიხაელ როთი მარკ ცუკერბერგზე: რა პათეტიკური პატარა სულელია. მილიარდებია მის საბანკო ანგარიშზე, მაგრამ არა გამბედაობა. უხერხემლო ხასიათის, ნიღაბს ამოფარებული ადამიანის სამწუხარო მაგალითია

11-01-2025

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი კომპანია META-ს დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს აკრიტიკებს და სოციალურ ქსელ X-ში მას „პატარა სულელს“ უწოდებს.


„რა პათეტიკური პატარა სულელია. მილიარდებია მის საბანკო ანგარიშზე, მაგრამ არა გამბედაობა. მარკ ცუკერბერგი არის უხერხემლო ხასიათის, ნიღაბს ამოფარებული ადამიანის სამწუხარო მაგალითი“, - წერს როთი.


ამგვარად, როთი ეხმიანება ცუკერბერგის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ს მთავრობამ არჩეული პრეზიდენტის, დონალ ტრამპის ჩარევით ხელი უნდა შეუშალოს ევროკავშირს, დააჯარიმოს ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები ანტიმონოპოლიური წესების დარღვევის გამო.


ცნობისთვის, ნოემბერში ევროკავშირმა META 840 მილიონი დოლარით დააჯარიმა ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისთვის.


ცუკერბერგმა ჯო როგანთან პოდკასტში ასევე ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან მის კომპანიაზე ზეწოლაზე ისაუბრა.