გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თამთა მეგრელიშვილი „ბათუმელების“ დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებაზე: პოლიციელი საკუთარი უფლებამოსილების შესრულებისას წარმოადგენს სახელმწიფოს, გაითავისეთ და პატივი ეცით ამ მოცემულობას

12-01-2025

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს და აღნიშნავს, რომ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ურტყამს ხელს პოლიციელს „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი, რის შემდეგაც ის დააკავეს.


მისი თქმით, პოლიციელი გმირია და ის საკუთარი უფლებამოსილების შესრულებისას წარმოადგენს სახელმწიფოს.


როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, არავის შერჩება სახელმწიფოსთან და საპოლიციო ძალებთან უკანონო თამაში.


„თქვენ ხედავთ კადრს, თუ როგორ ურტყამს ხელს პოლიციელს „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი, რის შემდეგაც ის დააკავეს. პოლიციელი გმირია და ის საკუთარი უფლებამოსილების შესრულებისას წარმოადგენს სახელმწიფოს! გაითავისეთ ეს და პატივი ეცით ამ მოცემულობას! არავის შერჩება სახელმწიფოსთან და საპოლიციო ძალებთან უკანონო თამაში. კანონის მოთხოვნებთან ყველა თანასწორია, კაციცა და ქალიც!”, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.