გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ედიშერ გვენეტაძე „ბათუმელების“ დირექტორის მზია ამაღლობელის განცხადებაზე: ახლა ამის დირექტორობით გამოშვებული მედია პროდუქციის რა უნდა დაიჯეროს ვინმემ, გადაღებულია ყველაფერი, ეს კიდევ, მისი ჭკუით, თვალში ნაცარს აყრის საზოგადოებას

12-01-2025

ახლა ამის დირექტორობით გამოშვებული მედია პროდუქციის რა უნდა დაიჯეროს ვინმემ. გადაღებულია ყველაფერი. ეს კიდევ, მისი ჭკუით, თვალში ნაცარს აყრის საზოგადოებას, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ბათუმელების“ დირექტორის მზია ამაღლობელის განცხადებას, რომლის თქმითაც, თითქოს ხელი შემთხვევით მიარტყა პოლიციელს, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსი აღმოჩნდა.


„ნახეთ, რას აცხადებს გამოსოროსებული, სინდისის გარეშე დარჩენილი „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი: „როდესაც პირველი დაკავების შემდეგ გამათავისუფლეს, ჭყლეტაში მოვხვდი და ხელზე ტკივილი ვიგრძენი, რადგან ხელზე ძლიერად მიჭერდნენ ხელს. ხელის გათავისუფლების მიზნით, ხელი ძლიერად ავიქნიე და უნებურად მოვარტყი პოლიციელს, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის უფროსი“. ახლა ამის დირექტორობით გამოშვებული მედია პროდუქციის რა უნდა დაიჯეროს ვინმემ. გადაღებულია ყველაფერი. ეს კიდევ, მისი ჭკუით, თვალში ნაცარს აყრის საზოგადოებას. არ გამოვა, ქ-ნო მზია. უსინდისობასაც საზღვარი აქვს და არა ისეთი, როგორც თქვენ...“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.