გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გამსახურდია „ბათუმელების“ დირექტორზე: ეს ადამიანის ფორმის არსება არარაობაა, ამაზე არარაობა ხართ, ვინც იცავთ და ამართლებთ - მსგავსი რამ ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში რომ ჩაიდინო, იმ ხელს მოგამტვრევენ

12-01-2025

ეს ადამიანის ფორმის არსება რომ არარაობაა, მაგაზე ვთანხმდებით. ამაზე არარაობა ხალხი ხართ კიდევ, ვინც ამ „აშარაშკას“ იცავთ და ამართლებთ, - ასე ეხმიანება გიორგი გამსახურდია „ბათუმელების“ დირექტორის, მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელისთვის სახეში ხელის გარტყმას.


როგორც გამსახურდია წერს, მსგავსი რამ ევროპულ და არა მარტო ევროპულ სახელმწიფოში რომ ჩაიდინოს ადამიანმა, გაცილებით მკაცრ სასჯელს მიიღებს. მისივე თქმით, მსგავსი მოძალადეებისგან შემდგარი სექტა უნდა აიკრძალოს.


„ეს ადამიანის ფორმის არსება რომ არარაობაა, მაგაზე ვთანხმდებით. ამაზე არარაობა ხალხი ხართ კიდევ, ვინც ამ „აშარაშკას“ იცავთ და ამართლებთ. მსგავსი რამე ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში რომ ჩაიდინო და არა მარტო ევროპულ, იმ ხელს მოგამტვრევენ ძირში, თუ გაკმარეს ისიც. სულით და ხორცით მოძალადე სექტა ხართ, უნდა აიკრძალოთ ყველგან, თქვენი ხსენება არ უნდა იყოს არსად. მოძალადეების ადგილი საქართველოში არ უნდა იყოს!“, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.