13-11-2018
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობას მიმდინარე წლის ნოემბერში ასრულებს.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 1,500 000 ლარია.
სპორტული კომპლექსის დასრულების შემდეგ, სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული აქტივობები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
მშენებლობის მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე ადგილზე გაეცნენ.