გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სარფში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

15-01-2025

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 255,67 გრამი) გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 35 162,7 ლარი შეადგინა.


"კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო სამართალდამრღვევ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში: 16 210,7 განესაზღვრათ" –აცხადებენ უწყებაში.