გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ლევან ნიკოლეიშვილი გახარიასთან „ქართული ოცნების“ წევრების დაპირისპირებაზე: კარგად ჩანს ვინ იწყებს ჩხუბს და პროვოკაციას, შესაბამისად, ოპოზიციური პარტიის ლიდერობა არ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ქმედებების აღსრულების შემაფერხებელი!

15-01-2025

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას, სოციალურ ქსელში აფასებს.


როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ინციდენტის ამსახველ კადრებში კარგად ჩანს, რომ ჩხუბსა და პროვოკაციას გიორგი გახარია იწყებს, შესაბამისად, ოპოზიციური პარტიის ლიდერობა არ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ქმედების აღსრულების შემაფერხებელი.


„კარგად ჩანს ვინ იწყებს ჩხუბს და პროვოკაციას, შესაბამისად ოპოზიციური პარტიის ლიდერობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ქმედებების აღსრულების შემაფერხებელი!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.