გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია აბაშიძე: არანაირი ე.წ. ორგანიზებული თავდასხმა გახარიაზე, თავად ყოფილა სამარცხვინო ხულიგანი - სამართალდამცველებმა უნდა დაკითხონ და პასუხი აგებინონ ჩხუბის წამომწყებ ამ ვიგინდარას

15-01-2025

„ნაცპროპაგანდის მორიგი ბინძური ტყუილი გაბათილდა - არანაირი ე.წ. ორგანიზებული თავდასხმა გახარიაზე, თავად ყოფილა სამარცხვინო ხულიგანი“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე და ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც ადასტურებს, რომ ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო და დიმიტრი სამხარაძეს სახეში პლასტმასის ჭიქა ჩაარტყა.


მისივე თქმით, გიორგი გახარია სამართალდამცველებმა უნდა დაკითხონ და პასუხი უნდა აგებინონ მას, როგორც ჩხუბის წამომწყების.


„ნაცპროპაგანდის მორიგი ბინძური ტყუილი გაბათილდა - არანაირი ე.წ. ორგანიზებული თავდასხმა გახარიაზე, თავად ყოფილა სამარცხვინო ხულიგანი. არცაა გასაკვირი. თავის დროზე მოღალატე გიორგი გახარიამ ნიკა მელიას სასარგებლოდ მმართველ გუნდს უღალატა და ყველანაირად იქცა ნაცრადიკალად. გიორგი გახარია სამართალდამცველებმა უნდა დაკითხონ და პასუხი უნდა აგებინონ ჩხუბის წამომწყებ ამ ვიგინდარას!,“ - წერს გია აბაშიძე.