გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მსხვილ ინვესტორებს შეხვდა

16-01-2025

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მსხვილ ინვესტორებს შეხვდა. ვენაში, Raiffeisen Bank-ის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას 25-ზე მეტი საინვესტიციო ფონდის წარმომადგენელი ესწრებოდა.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა როგორც საქართველოში წარმოდგენილ, ისე პოტენციურ ინვესტორებს ქვეყანაში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური ვითარებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.


ნათია თურნავამ ინვესტორებთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფინანსურ სტაბილურობის განმტკიცებასა და დოლარიზაციის შემცირების წარმატებულ პოლიტიკაზე, რაც ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისა და საფინანსო სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.


„ამ შეხვედრაში მონაწილეობდა 25-ზე მეტი ინსტიტუციური ტიპის ინვესტორი, ფონდები, სხვადასხვა საინვესტიციო ჯგუფები, რაც მეტყველებს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი მაღალია და ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მიმზიდველ ადგილად რჩება ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ეროვნული ბანკი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ.


ინვესტორებთან შეხვედრაში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე მონაწილეობდა.