გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში თადარიგის გენერლებმა ბრიფინგი გამართეს

13-11-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში  საქართველოს შეიარაღებული ძალების  პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მცდელობის შესახებ, თადარიგისგენერლებმა ბრიფინგი გამართეს.

 

"ბოლო დღეების განმავლობაში, დავდექით სამხედრო მოსამსახურეებისთვის შეურაცხმყოფელი რეალობის წინაშე. რიგი პოლიტიკური ძალების მხრიდან,მიზანმიმართულად მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიზებისა და მიმდინარე პროცესებში ჩართვის მცდელობა. ჩვენ, ქართველისამხედროები, ვეტერანები, ოფიცრები, ჩვენი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებშიაფხაზეთში, სამაჩაბლოში, 2008 წლის აგვისტოს ომში, ქვეყანას საკუთარი სიცოცხლის ფასად ვიცავდით, არ დავუშვებთ, რომ ქართული ჯარი ვინმემ საკუთარიპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

 

ჩვენო თანამებრძოლებო! ნურავის მისცემთ თქვენი სამხედრო მუნდირის, დაღუპული გმირების ხსოვნის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების საშუალებას.ნურავის მისცემთ შეიარაღებულ ძალებში დაპირისპირების გაღვივების უფლებას. ქართული ჯარი ყოველთვის ემსახურებოდა სამშობლოსა და საკუთარიხალხის ინტერესებს. ქართული შეიარაღებული ძალები, არა რომელიმე პოლიტიკური ძალის სამსახურში, არამედ ქვეყნის სადარაჯოზე დგას და ყოველთვის ასედარჩება.,’- განაცხადა საქართველოს გენერლების სახელით, ბრიგადის გენერალმა, გიორგი სურმავამ.