გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ბრიუსელში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო

17-01-2025

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში იმყოფებოდა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურთა სამხედრო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდა, რომელსაც სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი ხელმძღვანელობდა.


ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მოქმედ თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მედალი „დიდგორის ჯვარი“ გადასცა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ნატოს სამხედრო კომიტეტის ახლად არჩეულ თავმჯდომარესთან, ადმირალ კავო დრაგონესთან. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველო-ნატოს შორის სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.


ნატოს შტაბბინაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ასევე, გამართა ორმხრივი შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან, სადაც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილა.