გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მაკა ბოჭორიშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე: ის ქმედებები, რაც ხორციელდება საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში, შეშფოთებას იწვევს, ძალიან ხშირად მოკლებულია ყველანაირ საფუძველს

17-01-2025

„ის ქმედებები, რაც ხორციელდება საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში, შეშფოთებას იწვევს, ძალიან ხშირად მოკლებულია ყველანაირ საფუძველს და უმეტესწილად, ეს ყველაფერი შექმნილია ქვეყანაზე ზეწოლების მოსახდენად“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ ყველაფრის უკან გარკვეული ძალები დგანან და ამას სჭირდება რეაგირება.


„ის ქმედებები, რაც ხორციელდება საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, იწვევს შეშფოთებას, ძალიან ხშირად მოკლებულია ყველანაირ საფუძველს და უმეტესწილად, ეს ყველაფერი შექმნილია ქვეყანაზე ზეწოლების მოსახდენად. რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი. ამის უკან დგანან გარკვეული ძალები და ამას ყველაფერს სჭირდება რეაგირება, რეაქცია. ამას სჭირდება ის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იცოდნენ, თუ რასთან გვაქვს საქმე, რა ქმედებები ხორციელდება საქართველოს, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და რას ისახავს მიზნად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.