გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოში ყველასთან ჰქონოდათ კომუნიკაცია, რათა უფრო კარგად ჰქონდეთ აღქმა, რა ხდება ქვეყანაში

17-01-2025

„მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოში ყველასთან ჰქონოდათ კომუნიკაცია იმისთვის, რომ უფრო კარგად ჰქონდეთ აღქმა, რა ხდება ქვეყანაში, რა მოვლენები მიმდინარეობს“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მაკა ბოჭორიშვილის თქმით, შეხვედრები გაიმართა როგორც ხელისუფლების, ისე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.


„ევროსაბჭოს მონიტორინგის მისიის წევრებმა შეხვედრები გამართეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებთან. მნიშვნელოვანია ის, რომ მომხსენებლებს, ევროსაბჭოს მხრიდან შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოში ყველასთან ჰქონოდათ კომუნიკაცია იმისთვის, რომ უფრო კარგად ჰქონდეთ აღქმა, თუ რა ხდება ქვეყანაში, რა მოვლენები მიმდინარეობს და რა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის და განვითარებისთვის, მათ შორის ევროსაბჭოს კონტექსტში, რა არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.