გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ედიშერ გვენეტაძე: დადგა დრო, როდესაც სიმართლემ უნდა იზეიმოს- ამიტომაც უპრეცედენტო მასშტაბის ქართველი მეცენატი ბიძინა ივანიშვილი უჩივის შვეიცარიულ ბანკ JULIUS BEAR-ს, რომელიც "დიფ სთეითის" დავალებებს ასრულებდა და უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდა

20-01-2025

„უპრეცედენტო მასშტაბის ქართველი მეცენატი ბიძინა ივანიშვილი უჩივის შვეიცარიულ ბანკ JULIUS BEAR-ს, რომელიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მიმართ უეჭველად ავადსახსენებელი "დიფ სთეითის" დავალებებს ასრულებდა და უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდა“- ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.


მისივე თქმით, დადგა დრო, როდესაც პასუხი უნდა აგონ და წარსულს ჩაბარდნენ ის ძალები, რომლებმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფეხქვეშ გათელეს სამართალი და სასამართლო.


„დადგა დრო, როდესაც სიმართლემ უნდა იზეიმოს. დადგა დრო, როდესაც პასუხი უნდა აგონ და წარსულს ჩაბარდნენ ის ძალები, რომლებმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფეხქვეშ გათელეს სამართალი და სასამართლო. დადგა დრო, როდესაც თემიდამ სათანადოდ უნდა მიუზღას იმათ, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში კაცობრიობის წინაშე სიცრუესა და ორპირობას სჩადიოდა. დადგა დრო, როდესაც ზნეობრივმა და არა უზნეო ადამიანებმა განსაჯონ ადამიანთა ბედი. ამიტომაც უპრეცედენტო მასშტაბის ქართველი მეცენატი ბიძინა ივანიშვილი უჩივის შვეიცარიულ ბანკ JULIUS BEAR-ს, რომელიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მიმართ უეჭველად ავადსახსენებელი „დიფ სთეითის“ დავალებებს ასრულებდა და უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდა. დადგა დრო, როდესაც „სამართალმა სამართლიანი პური ჭამოს“. ასეც იქნება.“-წერს გვენეტაძე.