გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახალციხის ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები გადაეცათ

13-11-2018

ქალაქ ახალციხის სამ და მუნიციპალიტეტის სოფლების 11 ბიბლიოთეკას ათასამდე მხატვრული, კლასიკური და საბავშვო ლიტერატურა გადაეცა. წიგნები ყველა ასაკობრივი კატეგორიის მკითხველისთვის არის გათვალიწინებული.

 

როგორც მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი, გიორგი ჟუჟუნაძე ამბობს, წიგნების შეძენა მკითხველის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა.

 

„ბიბლიოთეკის მენეჯერებს დაევალათ მოკვლევა, თუ რომელი იყო ყველაზე მოთხოვნადი წიგნები მათ ბიბლიოთეკებში და ამის მიხედვით შევიძინეთ. ძირითადად მხატვრული, კლასიკური და საბავშვო ლიტერატურა ჭარბობს“.

 

ახალი წიგნები ასე გადანაწილდა: ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკას 100, საბავშვო ბიბლიოთეკას 93, რაბათის ბიბლიოთეკას 33 და 11 სოფლის ბიბლიოთეკებს კი 70–70 წიგნი გადაეცათ.

 

გიორგი ჟუჟუნაძის თქმით, მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრებს ასევე საგრიმიორო სარკეები, ფანდურები, თითო ფოტოაპარატი და გახმოვანების აპარატი უყიდეს.

 

წიგნების და სხვა ნივთების შესაძენად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 000 ლარამდე დაიხარჯა.


sknews.ge