გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ასპინძაში "კინოს შენობის" დემონტაჟი მიმდინარეობს

13-11-2018

ასპინძაში "კინოს შენობის" დემონტაჟისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 11 000 ლარი გამოიყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შენობა სიძველის გამო ინგრეოდა და ადგილობრივებისათვის საფრთხეს წარმოადგენდა.

 

"კინოს შენობა" დაბა ასპინძაში, ცენტრალური დასასვენებელი პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. მისი დემონტაჟი უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.

 

ასპინძის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ანზორ ალელიშვილი ამბობს, რომ ამ შენობის რეაბილიტაცია შეუძლებელი იყო, ამიტომ მისი დანგრევის გადაწყვეტილება მიიღეს: "შენობის ფუნდამენტი დაზიანებული იყო და რეაბილიტაცია ამიტომ ვერ მოხერხდებოდა. პატარა ბავშვები სულ მანდ თამაშობენ, ამიტომ სანამ უბედურება მომხდარა, გადავწყვიტეთ შენობის დემონტაჟი".

 

მისივე თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი აშენდება თუ არა ამ ადგილზე ახალი შენობა: "ჩემი ინიციატივაა, რომ კინოს შენობის ადგილას ამფითეატრი აშენდეს, თუმცა საბოლოოდ, რა და როდის აშენდება, ცნობილი არ არის".

 

"კინოს შენობის" დემონტაჟს კომპანია შპს "ქილდა 2015" ახორციელებს, რისთვისაც ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 10 899 ლარი გამოიყო.

 

"კინოს შენობა" დაბაში 1960–70–იან წლებშია აშენებული.


sknews.ge