გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზაალ ანჯაფარიძე: გიორგი ბაჩიაშვილი ორი ფაქტორის გამო ისევ წამოტივტივდა ყურადღების ცენტრში - პირველი, შვეიცარიის ბანკმა უარი განაცხადა მის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე და მეორე, სწორედ ოპოზიციას მიტმასნილი ბაჩიაშვილია ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი დონორ

21-01-2025

შვეიცარიის ბანკმა სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა ბაჩალიაშვილის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე, რითაც კიდევ უფრო მეტი კითხვები და ეჭვები გააჩინა შვეიცარიის საბანკო სისტემის მიმართ,- ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად შვეიცარიული ბანკი Julius Baer-ი ფიგურირებს ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში.


ანჯაფარიძის განცხადებით, სწორედ ოპოზიციას მიტმასნილი ბაჩიაშვილია ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი დონორი.


„თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორი და ამჯერად გამოძიების ქვეშ მყოფი და სასამართლოს მომლოდინე გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისთვის მილიონობით თანხების მოპარვას ედავებიან, მოულოდნელად ისევ წამოტივტივდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ორი ფაქტორის გამო. პირველი - შვეიცარიის ბანკმა სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა მის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე, რითაც კიდევ უფრო მეტი კითხვები და ეჭვები გააჩინა შვეიცარიის საბანკო სისტემის მიმართ. მეორე - როგორც ინფორმაცია ჟონავს, და თბილისი კი პატარა ქალაქია, სწორედ ოპოზიციას მიტმასნილი ბაჩიაშვილია ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი დონორი. აქ ერთი კითხვაა- ვისი ფულით?,“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.