გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შალვა პაპუაშვილი: აი, სადამდე მიიყვანეს მავნებელმა დონორებმა ოდესღაც ქმედითი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - როგორ ფიქრობთ, სადაც სქესზე ვერ აყალიბებენ საკუთარ აზრს, იქ არჩევნებზე თავისი ნებით და მოსაზრებებით მოქმედებენ?

21-01-2025

„აი, სადამდე მიიყვანეს მავნებელმა დონორებმა ოდესღაც ქმედითი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია - როგორ ფიქრობთ, სადაც სქესზე ვერ აყალიბებენ საკუთარ აზრს, იქ არჩევნებზე თავისი ნებით და მოსაზრებებით მოქმედებენ?,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.


როგორც პაპუაშვილი წერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი აშშ-ის ბიუჯეტია და მისი ხელმძღვანელი ახლა ცდილობს გაერკვეს, ამჯერად როგორი პასუხია დონორის ინტერესში, რომ არ დაიტუქსოს.


„აი, სადამდე მიიყვანეს უპასუხისმგებლო და, ზოგჯერ, მავნებელმა დონორებმა ოდესღაც ქმედითი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი აშშ-ის ბიუჯეტია და მისი ხელმძღვანელი ახლა ცდილობს გაერკვეს, ამჯერად როგორი პასუხია დონორის ინტერესში, რომ არ დაიტუქსოს. საკუთარი აზრი აშკარად არ გააჩნია.


როგორ ფიქრობთ, სადაც სქესზე ვერ აყალიბებენ საკუთარ აზრს, იქ არჩევნებზე თავისი ნებით და მოსაზრებებით მოქმედებენ?


P.S. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში ენჯეო „სამართლიან არჩევნებთან" (ISFED) ერთად, მისი დამფინანსებელი, აშშ-ის განვითარების სააგენტოც (USAID) იყო ჩართული”, - წერს პაპუაშვილი.