გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამარ ჩერგოლეიშვილი: მამუკა ხაზარაძეს ტვ პირველი „აცვია“ - გამოდის, რომ თქვენს შვილებს საჭმელს ვერ აჭმევთ, თავზე ლაფი რომ არ დაისხათ და ფეხის მასაჟი არ უკეთოთ ხაზარაძეს?

22-01-2025

„მამუკა ხაზარაძეს ტვ პირველი აცვია, ჩათვალეთ“, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომელმაც „ტვ პირველის“ მიერ „ლელოს“ ლიდერების აშშ-ში ვიზიტის გაშუქება შეაფასა.


ჩერგოლეიშვილის თქმით, გეგელია, ხაზარაძე და ჯაფარიძე, გადასასვლელებზე დარბიან და ქუჩაში არიან, ერთმანეთს ელაპარაკებიან, „ტვ პირველი“ კი ამ დროს აცხადებს, რომ ისინი ტრამპის უახლოეს გარემოცვას ხვდებიან.


„რაღაც შენობებზე და გადასასვლელებზე დარბიან და „ტრამპის უახლოეს გარემოცვას ხვდება“ - ნოდარ მელაძის ხმით დაწერილი „ნიუსები“ ხომ იცით. ანუ სადღაც არიან, არც ვიცი, ქუჩაში არიან, ერთმანეთს ელაპარაკებიან გრიგოლ გეგელია, მამუკა ხაზარაძე და სალომე ზურაბიშვილის ფოტოს იყენებდნენ, იმიტომ რომ ეტყობა, მამუკა ხაზარაძეს არ აქცევს ყურადღებას მაგდენი ხალხი.


პრეზიდენტი ინაუგურაციაზე მიდის, ოღონდ ის კი არ იყო „ნიუსი“, რომ პრეზიდენტი მიდის, „ნიუსი“ იყო რომ ხაზარაძეც მიწვეულია ინაუგურაციაზე - სალომეს ფოტოთი აშუქებდნენ. გამოდის, რომ თქვენს შვილებს საჭმელს ვერ აჭმევთ, თავზე ლაფი რომ არ დაისხათ და ფეხის მასაჟი არ უკეთოთ ხაზარაძეს?“ - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.