გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით სონღულაშვილი უნგრეთის ელჩს შეხვდა

22-01-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს შეხვდა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.


„მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს.

შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო, აკვაკულტურის, მესაქონლეობის, მარცვლეულისა და ჩაის წარმოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.


უნგრეთის ელჩის განცხადებით, საქართველო უნგრეთისთვის მეგობარ ქვეყანას წარმოადგენს, შესაბამისად, მზად არის მრავალმხრივი ეფექტიანი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოში უნგრეთის საელჩოს და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.