გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე ბაჩიაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დაფინანსებაზე: ამიტომაც არ აწვდის შვეიცარიული ბანკი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით გამოძიებას მასალებს - ასე ფუნქციონირებს „დიფ სთეითი“

22-01-2025

„ფაზლიც დალაგდა! ამიტომაც არ აწვდის შვეიცარიული ბანკი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, გამოძიებას მასალებს... ამიტომაც შეცვალა ბანკმა დამოკიდებულება, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით, 29 აპრილის შემდეგ“, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილის მიერ იმ ინფორმაციის დადასტურებას, რომ იგი საპროტესტო აქციებს აფინანსებს.


ქადაგიძის განცხადებით, "დიფ თეითის" მუშაობის კლასიკური მეთოდი ამგვარია - ბაჩიაშვილს გამოიყენებენ მანამ, სანამ აქვს რესურსი.

მისივე თქმით, სანამ გიორგი ბაჩიაშვილი დააფინანსებს რადიკალურ პროცესებს, სანამ მთელ პროცესში ფუნქცია ექნება.


„ფაზლიც დალაგდა! ამიტომაც არ აწვდის შვეიცარიული ბანკი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, გამოძიებას მასალებს... ამიტომაც შეცვალა ბანკმა დამოკიდებულება, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით, 29 აპრილის შემდეგ. ეს არის, "დიფ სთეითის" მუშაობის კლასიკური მეთოდი - ბაჩიაშვილს გამოიყენებენ მანამ, სანამ აქვს რესურსი.


სანამ დააფინანსებს რადიკალურ პროცესებს, მანამ მთელ პროცესში ფუნქცია ექნება. ასე ფუნქციონირებს "დიფ სთეითი", მთავარია პერსონა გამოადგეთ, თუნდაც ტერორისტი იყოს, მას ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენენ, გათეთრებას შეეცდებიან, ხელშეუხებლობის დაპირებას მისცემენ ოღონდ, ბოლომდე უნდა ემსახუროს სინდიკატს. მოკლედ, ყველაფერი ნათელია!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.