ორშაბათი, აპრილი 07, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
აბასთუმანში სასმელი წყლის რეაბილიტაცია იწყება

13-11-2018

კურორტ აბასთუმანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი იწყება. ამ დროისათვის, ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის ხელშეკრულებას ამზადებენ. სამუშაოებისათვის 4 658 902 ლარი დაიხარჯება.

 

კურორტ აბასთუმანში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის, "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" ტენდერი მიმდინარე წლის სექტემბერში გამოაცხადა. ტენდერში "ბილდინგ დეველოპერმა" გაიმარჯვა, თუმცა მასთან ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა.

 

როგორც "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" აცხადებენ, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება მალე გაფორმდება და სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაიწყება, თუმცა კონკრეტული თარიღი უცნობია.

 

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, აბასთუმნისა და "აღობილის" ტერიტორია წყლის სისტემით მთლიანად დაიქსელება. გაიწმინდება ის ტერიტორიები, სადაც წყალსადენმა უნდა გაიაროს და დამონტაჟდება ახალი რეზევრუარები. უკვე არსებულს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება და წყალგამანაწილებლები მოეწყობა.

 

კომპანიამ სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვის ვადაში უნდა შეასრულოს. შესრულებულ სამუშაოებს ერთ წლიანი საგარანტიო ვადა აქვს.


 sknews.ge