გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პროკურატურამ პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

22-01-2025

საქართველოს პროკურატურამ პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 იანვარს, ღამის საათებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება ქ. ბათუმში, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთან დაკავშირებით. შეტყობინების საფუძველზე, ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სამი პატრულ-ინსპექტორი გამოცხადდა. ბრალდებული პოლიციელებს სიცოცხლის მოსპობის მიზნით, მოულოდნელად, დანით თავს დაესხა და სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.


სამართალდამცავებმა ბრალდებული 21 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით სიცოცხლის მოსპობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების და სტაციონარულ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.


სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.