გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერი ესტონეთის პარლამენტის განცხადებაზე: ეს ცალსახად ანტიქართული განცხადებაა, რაც გამოხატავს უპატივცემულობას ქართველი ხალხის ნების მიმართ

23-01-2025

განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში არის Deep State-ის გავლენა ძალიან სერიოზული, ეს აისახება, რა თქმა უნდა, ესტონეთზეც, ჩვენ ესტონეთთან ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ესტონეთის პარლამენტის განცხადება მიუღებელი და ანტიქართულია და ქართველი ხალხის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს.


„იმ პირობებში, როდესაც Deep State-ზე არის წნეხი ამერიკის შეერთებულ შტატებში, Deep State-ი არის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებული ევროპაში. თქვენ იცით, რომ განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში არის Deep State-ის გავლენა ძალიან სერიოზული, ეს აისახება, რა თქმა უნდა, ესტონეთზეც. ჩვენ ესტონეთთან ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები არის მიუღებელი, ეს არის ცალსახად ანტიქართული განცხადება, რაც გამოხატავს უპატივცემულობას ქართველი ხალხის ნების მიმართ, თუმცა ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ესტონეთთან, გამომდინარე ისტორიული მეგობრობიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ და ესტონელ ხალხებს შორის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.