გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ცესკო: „სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებულ სტრუქტურულ რეორგანიზაციას უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებს

23-01-2025

დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა სრულიად უსაფუძვლოდ და არაარგუმენტირებულად განაცხადა, რომ ცესკოში რეორგანიზაცია ფორმალურ ხასიათს ატარებდა და კანონით  დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, მაშინ, როდესაც „სამართლიან არჩევნებს“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ცესკოსგან არანაირი ინფორმაცია არ გამოუთხოვია და შესაბამისად პროცესთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც ჩანს, ორგანიზაცია მისთვის უკვე ჩვეული მიკერძოების სტანდარტით, საკუთარ განცხადებაში დაეყრდნო მხოლოდ ერთი მხარის განცხადებებს და საჭიროდ არ ჩათვალა საფუძვლიანად შეესწავლა რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ყველა გარემოება - ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„სამწუხაროდ, „სამართლიანი არჩევნების“ მიკერძოებული დამოკიდებულება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ არ არის ახალი. საზოგადოებას კარგად ახსოვს 2020 წელს პარალელური დათვლის შედეგების შეცდომით გამოქვეყნება და დროულად არ აღიარება ამ შეცდომის, რამაც პროცესის პოლარიზაცია და რადიკალიცაზია გამოიწვია. 2024 წელს კი ასეთივე დათვლის შედეგების აღიარება, მაგრამ არ გამოქვეყნება, რამაც ასევე მთელი რიგი კითხვები გამოიწვია და ხელი შეუწყო პროცესის შემდგომ რადიკალიზაციას.

 

ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ცესკომ არაერთი განცხადება გაავრცელა და როგორც თანამშრომლებს, ასევე საზოგადოებას განუმარტა უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძველი, რაც ცალსახად არსებული საჭიროებებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარეობდა, დაინტერესებული მხარეები საკითხით მანიპულაციას კვლავ განაგრძობენ. საუბარი იმაზე, თითქოს თანამშრომლების გათავისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის მხარდაჭერის გამო მოხდა, არის შეურაცხმყოფელი ადმინისტრაციის თითოეული თანამშრომლისთვის, ვინაიდან, ასეთი მიზეზის არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციის არც ერთ დონეზე არც ერთი თანამშრომელი აღარ დარჩებოდა. საარჩევნო ადმინისტრაცია რჩება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ერთგული და მუდმივად იცავს უმაღლეს პროფესიულ სტანდარტებს.

 

საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ ეს არ არის რეორგანიზაციის პირველი შემთხვევა. საარჩევნო ადმინისტრაცია არსებული პრაქტიკის შესაბამისად, პერიოდულად, მათ შორის ჩატარებული საარჩევნო ციკლის შემდგომ აანალიზებს განხორციელებულ საქმიანობას და არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, ცესკო იღებს სხვადასხვა, მათ შორის საკადრო, გადაწყვეტილებებს.

 

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის განცხადებები. მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში და პირადი თუ პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, ნუ შეუწყობენ ხელს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნება და მომავალშიც დაეფუძნება მხოლოდ სამართლებრივ პრინციპებს და იმ საჭიროებებს, რომელიც ქვეყანაში არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებას უზრუნველყოფს“ - აცხადებენ ცესკოში.