გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საჩხერის სოფელ სპეთის სკოლის, ორგანიზაცია „კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის" დამფუძნებლებისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით საგრანტო პროექტი „ხელნაწერების ლაბორატორია" განხორციელდა

23-01-2025

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთის საჯარო სკოლის, ორგანიზაცია „კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის" დამფუძნებლებისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით განხორციელდა საგრანტო პროექტი „ხელნაწერების ლაბორატორია".
პროექტი „საქართველოს მთიანი რეგიონების სკოლებში მეცნიერების პოპულარიზაცია და სამეცნიერო კვლევის სტიმულირება" კონკურსის ფარგლებში დააფინანსა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა.
პროექტი გულისხმობდა შემეცნებითი ონლაინ სივრცის შექმნას, რომლის მთავარი მიზანი იყო რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისათვის კლასგარეშე სასწავლო მასალის მომზადება და მიწოდება.
სპეთისა და პერევის სკოლის მოსწავლეებს პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა მიეცათ ონლაინ შეხვედროდნენ დარგის წამყვან მეცნიერებს, მათგან მოესმინათ საინტერესო ცნობები ისტორიის, მხატვრობის, კულტურული მემკვიდრეობის, ახალი ციფრული ტექნოლოგიების შესახებ და გასაუბრებოდნენ მათ.
პროექტის შედეგად მოსწავლეებმა მოისმინეს ექვსი ლექცია: კულტურული მემკვიდრეობა და მისი მნიშვნელობა, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული კულტურული მემკვიდრეობა, ისტორიული დოკუმენტები, ხელნაწერის შექმნის ისტორია, განვითარების ეტაპები, ქართული ხელნაწერების დიგიტალიზაციის პრაქტიკა ჰამბურგში, მოხატული ხელნაწერები, ნაბეჭდი წიგნის ისტორია. მომზადდა ლექციების ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც სკოლას გადაეცა როგორც დამატებითი კლასგარეშე სასწავლო მასალა.
გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, სადაც მათ დაათვალიერეს კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ნიმუშები, იშვიათ გამოცემათა კაბინეტი, მოისმინეს ლექცია ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის, დამწერლობისა და სამსახოვანი ანბანის შესახებ. სტუმრობის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები.