გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზურაბ ქადაგიძე ბაჩიაშვილზე: ასე როგორ დაემსგავსა ეს თაღლითი ბაჩიაშვილი ნაცებს 5-წუთიან ტყუილებში? კაცი მომიგზავნეს და რუსულ სტილში წერილი გამოატანესო...

23-01-2025

„ასე როგორ დაემსგავსა ეს თაღლითი ბაჩიაშვილი ნაცებს, მათ შორის 5-წუთიან ტყუილებში? გამოვიდა და აბრუებდა ხალხს, კაცი მომიგზავნეს და რუსულ სტილში წერილი გამოატანესო.თურმე საქმე მხოლოდ იმაში ყოფილა, რომ სამართლებრივი დავის პირობებში ადვოკატებს მორიგება შეუთავაზებიათ და ასეთი შეხვედრა მხარეებს შორის ყოფილა არაერთი,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც გააქარწყლა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ.


მისივე თქმით, კრებსითი „ნაცმოძრაობის“ ხელწერაც სწორედ ეგ არის, რომ მთავარია ჩაიკეტონ საკუთარ ოფისებში, ტელევიზიებში, სახლებში და ნებისმიერი ტყუილი თქვან, ნებისმიერი სიბინძურე იკადრონ, ხოლო ბაჩიაშვილი სრულად ჩაჯდა აღნიშნულ ხელწერაში.


„ასე როგორ დაემსგავსა ეს თაღლითი ბაჩიაშვილი ნაცებს, მათ შორის 5-წუთიან ტყუილებში? გამოვიდა და აბრუებდა ხალხს, კაცი მომიგზავნეს და რუსულ სტილში წერილი გამოატანესო... თურმე საქმე მხოლოდ იმაში ყოფილა, რომ სამართლებრივი დავის პირობებში ადვოკატებს მორიგება შეუთავაზებიათ და ასეთი შეხვედრა მხარეებს შორის ყოფილა არაერთი. ეს ყველაფერი კარგად განმარტა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა და მართლაც 5 წუთიანი ტყუილიც წარსულს ჩაბარდა. რას დაემსგავსა ეს ახალგაზრდა კაცი, როგორ შეეზილა ასე კრიმინალებს და როგორ სწრაფად აითვისა მათი მეთოდები, გასაოცარია... ზოგადად კი, კრებსითი ნაცმოძრაობის ხელწერაც ეგ არის, მთავარია ჩაიკეტონ საკუთარ ოფისებში, ტელევიზიებში, სახლებში და ნებისმიერი ტყუილი თქვან, ნებისმიერი სიბინძურე იკადრონ. აი ამ ხელწერაში ჩაჯდა სრულად ბაჩიაშვილი, რომელიც დღეს მოახლოებული სასჯელის გარდაუვალი ეფექტისგან, იმერულად რომ ვთქვათ, სულ მთლად აბჟუტურებული იყო,“ - წერს ქადაგიძე.