24-01-2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო შესაძლებლობებზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
„საუბარი შეეხო წყლის რესურსების მდგრადი მართვის, მეღვინეობის, აგროტურიზმისა და აკვაკულტურის მიმართულებით თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობის საკითხებს.
სომხეთის ელჩმა დავით სონღულაშვილს მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
აშოტ სმბატიანის განცხადებით, საქართველო სომხეთის მეგობარი ქვეყანაა და, შესაბამისად, არსებობს მუდმივი მზაობა მრავალმხრივი ეფექტიანი თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.