11-12-2017
„ჩვენ გვინდა თქვენი ყურადღების მიპყრობა ინფორმაციაზე, რომელიც 20 ნოემბერს აშშ-ს მინისტრთა კაბინეტის სამხედრო თანამშრომლობის მართვის საიტზე გამოქვეყნდა. ამ განცხადების თანახმად, 17 ნოემბერს აშშ-ს მინისტრთა კაბინეტმა კონგრესს აცნობა იმის შესახებ, რომ დამტკიცებულია შეთანხმება საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის გადაცემის თაობაზე“, - ხაზი გაუსვა კოვემ.
ე.წ. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მხარის განცხადებით, იარაღს თავდაცვის დანიშნულება აქვს.
„ეს შეთანხმება აფხაზური მხარის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ არაერთხელ მივაქციეთ ყურადღება უკანასკნელ პერიოდში გახშირებულ ადგილობრივ წვრთნებს, რომლებიც საქართველოში ნატოს ეგიდით ტარდება. ხოლო, საქართველოს მხრიდან სურვილის არქონა ერთობლივ შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ხელი მოაწეროს, გვაიძულებს ძალიან სერიოზულად დავფიქრდეთ საქართველოს მხრიდან აფხაზეთის მიმართ შესაძლო რევანშზე“ - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.