გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს

25-01-2025

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.


„თქვენო აღმატებულებავ, მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. გაერთიანებული ერების ღირებული პარტნიორია საქართველო და მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას საერთო მიზნების მისაღწევად.


ერთად შეგვიძლია გავაძლიეროთ 2030 წლის დღის წესრიგში და მომავლის პაქტში ასახული პრინციპები და იმავდროულად ვიმუშაოთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, გენდერული თანასწორობის და ინკლუზიურობის ხელშეწყობაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე. ვემხრობი ამ მიზნებისადმი ერთგულების განახლების იდეას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით. წარმატებებს გისურვებთ თქვენი მოვალეობების შესრულებაში!


თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ თქვენდამი ჩემი უდიდესი პატივისცემის დასტური” - ნათქვამია ანტონიო გუტიერეშის მილოცვაში.