გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მაკა ბოჭორიშვილი: აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება, გაიმართება შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან

26-01-2025

აბუ-დაბიში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, პრემიერ-მინისტრის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.


მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ექნება პრეზიდენტთან. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ყველა უყურებს საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორს და ინვესტიციებისთვის ძალიან საინტერესო ქვეყანას.


„ვიზიტი განხორციელდება აბუ-დაბიში უმაღლეს დონეზე. პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ექნება პრეზიდენტთან, ასევე შეხვედრები უკვე გვქონდა სახელმწიფო მინისტრთან და მინისტრ ნაჰაიანთან. ორივე საქართველოსთვის არის ძალიან ახლო მეგობარი და მნიშვნელოვანი პარტნიორი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება, არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რისი გამოყენებაც კარგად შეიძლება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით.


ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვისთანაც დღეს გვქონდა საუბარი, ყველა უყურებს საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორს, ინვესტიციებისთვის ძალიან საინტერესო ქვეყანას, ქვეყანას, სადაც შეიძლება განხორციელდეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები, აქვს პოტენციალი და აქვს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია, სწორედ ამ მიმართულებით გავაძლიეროთ ურთიერთობები, კიდევ უფრო მეტი სარგებელი ნახოს ქვეყანამ ეკონომიკური კუთხით, ამ ურთიერთობებიდან და ჩვენთვის მომდევნო წლებში მნიშვნელოვანი იქნება, რომ კიდევ უფრო კარგი შესაძლებლობები შევქმნათ ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებისთვის და ეს ვიზიტი, უმაღლეს დონეზე, კარგი შესაძლებლობა იქნება ამისთვის", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.