გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

The Hill: ზურაბიშვილი აშშ-ს სთავაზობს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და საამისოდ საქართველო „სათამაშო მოედნად“ გამოიყენოს

27-01-2025

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას სთავაზობს რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს და საამისოდ საქართველო, როგორც „სათამაშო მოედანი“ გამოიყენოს. სტატიას ამ შინაარსით ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.


გამოცემის ინფორმაციით, ზურაბიშვილი გასული წლის დეკემბერში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის წყალობით რესტავრირებული პარიზის წმინდა ღვთისმშობლის ტაძრის გახსნით ღონისძიებაზე დონალდ ტრამპს შეხვდა და საქართველოზე ესაუბრა.


„მისი [ზურაბიშვილის] გზავნილი არის ის, რომ აშშ-მა რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს და საამისოდ საქართველო, როგორც „სათამაშო მოედანი“ გამოიყენოს“, - წერს The Hill-ი.


გამოცემა მკითხველს ახსენებს, რომ რუსეთი საქართველოში 2008 წელს შეიჭრა და ქვეყნის 20% ოკუპაციას დღემდე ახდენს. გარდა ამისა, მოსკოვს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის წახალისებაში სდებენ ბრალს.


„მქონდა შესაძლებლობა მეთქვა მისთვის [ტრამპისთვის], რომ ეს არის სტრატეგიული რეგიონი, რომელიც არ შეიძლება დაივიწყოს შეერთებულმა შტატებმა“, - ციტირებს გამოცემა ზურაბიშვილს.


როგორც The Hill-ი იუწყება, გასულ კვირას ზურაბიშვილი აშშ-ში ტრამპის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, სადაც მარკო რუბიოს და პიტ ჰეგსეტს შეხვდა. „მათ არ უნდა დაუშვან რუსეთის ლიდერობა რეგიონში. ეს უნდა გვესმოდეს“, - თქვა ზურაბიშვილმა.


ყოფილი პრეზიდენტი თვლის, რომ თუ ამერიკა რეგიონში მიმდინარე პროცესებში არ ჩაერთვება, ის რუსეთის ან ჩინეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდება.