ოთხშაბათი, თებერვალი 19, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

TOP.GE
გივი მიქანაძე: რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მორიგ ჯერზე გაკეთდა საჯარო განცხადება, რომელიც პირველ რიგში ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება

27-01-2025

რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მორიგ ჯერზე გაკეთდა საჯარო განცხადება, რომელიც პირველ რიგში ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.


„ჩვენი დელეგაცია, მმართველი გუნდი ყოველთვის პასუხისმგებლობიანად უდგებოდა ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებს და ჩვენთვის ყოველთვის ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. რაც მთავარია ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო სექტორი ხედავს, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის, სწორედ ამიტომ სტრასბურგში დღეს არის მათი უპრეცედენტო მობილიზაცია.


მათ ეშინიათ, რომ ჩვენ გავაჟღერებთ სიმართლეს, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ არგუმენტებზედა ევროპელ კოლეგებს მივაწვდით სწორედ არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებულ ინფორმაციას, განსხვავებით იმ აბსურდული ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არსებული ინფორმაციისა, რომელიც ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიერ უკვე სამი თვის განმავლობაში არის მცდელობა ამ არასწორი აღქმების შექმნასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.