გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერი: ბევრი ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე და ამ ყველაფერში არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თანამშრომლობაზე, ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ როგორც ხელისუფლებასთან, ასევე კომპანიებთან

27-01-2025

„ბევრი ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე და ამ ყველაფერში არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თანამშრომლობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, არაერთი პროექტი იქნა განხილული.


„ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ჩვენი მეგობრების თანამონაწილეობას ასეთი პროექტების განხორციელებაში. განსაკუთრებული გამოცდილება აქვს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, მათ კომპანიებს და შესაბამისი მიმართულებით ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ მათთან, როგორც ხელისუფლებასთან, ასევე კომპანიებთან იმისათვის, რომ მათი თანამონაწილეობით უზრუნველვყოთ ყველა შესაბამისი პროექტის განხორციელება“, - აღნიშნა პრემიერმა.