გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლევან დავითაშვილი გორში 300-მდე ფერმერს შეხვდა

13-11-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებს გეგმავს. პირველი ასეთი შეხვედრა დღეს, შიდა ქართლში, ქალაქ გორში გაიმართა, სადაც მინისტრი 300-მდე ფერმერს შეხვდა და მიმდინარე წელს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლოდ არსებულ გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა ბოლო წლებში სოფლის მეურნეობაში არსებულ წინსვლასა და სამინისტროს მიერ განხორციელებულ პოლიტიკას ხაზი გაუსვა. 

„როგორც ცნობილია ბიუჯეტი 35 მილიონი ლარით არის გაზრდილი, აქედან ძირითადი ნაწილი ერთიანი აგროპროექტების დაფინანსებაზე იქნება მიმართული. დღეს შეხვედრა გვქონდა შიდა ქართლში, მაგრამ სამინისტროს დაგეგმილი აქვს საქართველოს ფაქტიურად ყველა რეგიონში ჩასვლა, რათა ფერმერებს ვესაუბროთ და მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორც არსებული პროექტების შედეგებზე, ასევე იმ ახალ ინიციატივებზე, რომელიც მომავლ წელს არის გათვალისწინებული,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ფერმერებთან შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის მუდმივი კონტაქტი ხორციელდება.

„სოფლის მეურნეობა პროგრესირებადი დარგია და საკმაოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მუდმივი კონტაქტი ფერმერებთან. რათა ის პროექტები რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს იყოს მორგებული საჭიროებებს და პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალ წლიდან კვლავ აგრძელებს სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა. 

შეხვედრა გაიმართა ქალაქ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და მხარის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ესწრებოდა.