გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

28-01-2025

ღვინის ეროვნული სააგენტოს და იაპონური საერთაშორისო კონკურსის „SAKURA Japan Women's Wine Awards“ მხარდაჭერით, ქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. ღონისძიება ორ ნაწილს მოიცავდა: ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას და ქართული ღვინისა და იაპონური სამზარეულოს შეხამების მასტერკლასს.


ქართული ღვინის დეგუსტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, ხოლო პრეზენტაციას სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამთა ყველაიძე უძღვებოდნენ.


ტოკიოში გამართულ ღონისძიებას იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.


ანა გოდაბრელიძე და თამთა ყველაიძე კონკურსის „SAKURA Japan Women's Wine Awards“ ჟიურის წევრებად არიან მიწვეულები. კონკურსი დღეს ტოკიოში გაიმართება.


აღნიშნული საერთაშორისო კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მეთერთმეტედ ტარდება. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.


მსგავს ღონისძიებებში საქართველოს ჩართულობა, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას არა მარტო იაპონიის სტრატეგიულ ბაზარზე, არამედ, ზოგადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში.