გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისიის გადაწყვეტილებით, დავების 85% მოქალაქეთა სასარგებლოდ გადაწყდა

28-01-2025

საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულმა დავების განმხილველმა კომისიამ 2024 წელს განიხილა მომხმარებლებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, მათ შორის, ბანკებს შორის წამოჭრილი 90-მდე დავა. მომხმარებლების მიერ წარდგენილი საჩივრები უმეტესწილად უკავშირდებოდა მის ანგარიშზე განხორციელებულ გადახდის ოპერაციებს, რომლებსაც მომხმარებელი არ ეთანხმებოდა.


ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დავათა 85% დასრულდა მომხმარებლების სასარგებლოდ. შესაბამისად, პროვაიდერებმა მომხმარებლებს აუნაზღაურეს ჯამურად 300 000 ლარი.


„მომხმარებლებისთვის დავების განმხილველი კომისია წარმოადგენს დავის განხილვის სწრაფ, ეფექტურ და უფასო მექანიზმს. კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელი ორგანოა, რომლის შექმნის მიზანს წარმოადგენს საგადახდო მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მათი სამართლიანი მოპყრობის უზრუნველყოფა და ციფრული გადახდების მიმართ მომხმარებლების ნდობის განმტკიცება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დავების განმხილველი კომისიის შექმნას ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება.


მომხმარებელი უფლებამოსილია, საჩივრით მიმართოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტბანკიდან, მობილბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, გადახდის ოპერაციის შესრულების ვადის დარღვევას, არასწორად შესრულებულ ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.