28-01-2025
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის რეაქციებს გამოეხმაურა პრემიერ მინისტრის აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების შესახებ, რომელსაც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება მოჰყვება.
ქადაგიძის თქმით, ოპოზიციის და მათ მიერ კონტროლირებადი მედიის ისტერია რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ვიზიტი შედგა და შედეგად ქვეყანა ისტორიულ ინვესტიციას მიიღებს, ახალი ცრუ კამპანია წამოიწყეს - რომ თითქოს ეს შეთანხმება არის "ბლეფი", ბურუსით მოცული და უფრო მეტიც - წინასწარ განწირული პროექტი.
მისივე თქმით, იმდენად უტიფრები არიან, რომ გრანდიოზული სამუშაოების პარალელურად ახალ სიგიჟეს მოიფიქრებენ და ეცდებიან დაამტკიცონ, რომ მიმდინარე მშენებლობები არის წარმოსახვითი.
„საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის შესახებ ოპოზიციის და მათ მიერ კონტროლირებადი მედიის ისტერია რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როდესაც მათ FAKE გაავრცელეს, თითქოს პრემიერ-მინისტრს საამიროებში ვიზიტი გაუუქმეს. მას შემდეგ, რაც ვიზიტი შედგა და შედეგად ქვეყანა ისტორიულ ინვესტიციას მიიღებს, ახალი ცრუ კამპანია წამოიწყეს - რომ თითქოს ეს შეთანხმება არის "ბლეფი", ბურუსით მოცული და უფრო მეტიც - წინასწარ განწირული პროექტი. არავინ იფიქროს, რომ როდესაც პროექტების განხორციელება დაიწყება, რადიკალური ოპოზიცია ბოდიშს მოიხდის ამ სამარცხვინო კამპანიის გამო. იმდენად უტიფრები არიან, რომ გრანდიოზული სამუშაოების პარალელურად ახალ სიგიჟეს მოიფიქრებენ და ეცდებიან დაამტკიცონ, რომ მიმდინარე მშენებლობები არის წარმოსახვითი...,“- წერს ზურაბ ქადაგიძე.