გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა

29-01-2025

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა.


ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს გასული და მიმდინარე წლების ეკონომიკური ვითარება, 2025 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამა.


მხარეებმა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამუშაო მისიას წარმატებები უსურვეს.


სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი, ფისკალური რისკების მართვის სამმართველოს უფროსი შოთა გუნია.